2022 წლის 20 აპრილს ქ. სამტრედიის მერიის ინიციატივით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი ბატონი დავით ბახტაძე, რაიონის განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები. მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს დედამიწაზე დღეს არსებული გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და ისაუბრეს ამ პრობლემების გადაჭრის საინტერესო მიმართულებებზე.
ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ღონისძიებაში ჩართულობისათვის, საინტერესოდ წარმოდგენილი პრობლემებისათვის და სამახსოვროდ ღონისძიების მონაწილეები წიგნებით დაასაჩუქრა. ქალაქის მერთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.





No comments:
Post a Comment