Thursday, December 23, 2021

      სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ახალი სკოლის მოდელით გათვალისწინებული პროგრამით წარიმართა.

    

პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, რომლის მთავარი მიდგომა არის სწავლება კომპლექსური დავალებებით.

  

 2021 წლის I სემესტრში ჩემს სადამრიგებლო კლასში (მე-8 კლასი) სასკოლო კურიკულუმით დაგეგმილი კომპლექსური გაკვეთილები ჩატარდა შემდეგ საგნებში.


1. ფიზიკა- მასწავლებელი: მზევინარ ცინცაძე

2. ბიოლოგია- მასწავლებელი: ლია ფაიქიძე

3. მუსიკა- მასწავლებელი: მერი ტკვაცირია


  თითოეულ საგანში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.


 სწავლა კეთებით, ექსპერიმენტებით, დაკვირვებებით, პოსტერების თუ მოდელების შექმნით ეს ის მიდგომებია, რომელიც მოსწავლეებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას იწვევს.


  VII კლასის მოსწავლეებს: თ. ახობაძეს, ლ. ბოლქვაძეს, ლ. კვანტალიანს, ქ. ნიკურაძეს, ლ. მილორავას, გ. შენგელიას კომპლექსურ სწავლებებში აქტიური ჩართულობისთვის სკოლის დირექციის მიერ სიგელები გადაეცათ.


  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიდგომები ჩვენს მოსწვალეებს საშუალებას მისცემს ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ თანამედროვე კონკურენტულ საზოგადოებაში.


 

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა

No comments:

Post a Comment