Thursday, December 23, 2021

      სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ახალი სკოლის მოდელით გათვალისწინებული პროგრამით წარიმართა.

    

პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, რომლის მთავარი მიდგომა არის სწავლება კომპლექსური დავალებებით.

  

 2021 წლის I სემესტრში ჩემს სადამრიგებლო კლასში (მე-8 კლასი) სასკოლო კურიკულუმით დაგეგმილი კომპლექსური გაკვეთილები ჩატარდა შემდეგ საგნებში.


1. ფიზიკა- მასწავლებელი: მზევინარ ცინცაძე

2. ბიოლოგია- მასწავლებელი: ლია ფაიქიძე

3. მუსიკა- მასწავლებელი: მერი ტკვაცირია


  თითოეულ საგანში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.


 სწავლა კეთებით, ექსპერიმენტებით, დაკვირვებებით, პოსტერების თუ მოდელების შექმნით ეს ის მიდგომებია, რომელიც მოსწავლეებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას იწვევს.


  VII კლასის მოსწავლეებს: თ. ახობაძეს, ლ. ბოლქვაძეს, ლ. კვანტალიანს, ქ. ნიკურაძეს, ლ. მილორავას, გ. შენგელიას კომპლექსურ სწავლებებში აქტიური ჩართულობისთვის სკოლის დირექციის მიერ სიგელები გადაეცათ.


  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიდგომები ჩვენს მოსწვალეებს საშუალებას მისცემს ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ თანამედროვე კონკურენტულ საზოგადოებაში.


 

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა

Tuesday, March 30, 2021

 

                                    ლიანა    ფაიქიძის    სასკოლო    პროექტი

                                                       სასკოლო პროექტი


                                                         „  დ ე დ ა მ ი წ ა „

                                                        



                       პროექტის ხელ-ლი 

ბიოლოგიის  მასწავლებელი ლიანა ფაიქიძე

               2020-2021 სასწ.წელი


                                                     

პროექტის  სახელწოდება    „დედამიწა“

  

1.     პროექტის მთავარი იდეა (თემა):  დედამიწა ჩვენი სახლია

 

2.     პროექტის აქტუალობა: გაითვალისწინონ ადამიანის უმნიშვნელოვანესი როლი ბუნების დაცვის საქმეში.

 

3.     პროექტის მიზანი: აღიქვან საკუთარი თავი ბუნების შემადგენელ ნაწილად. ისწავლონ ჯგუფური მუშაობის წესები განუვითარდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარი.

 

4.     მოსწავლეთა ასაკი: V კლასი. 10 წლის.

 

5.     ხანგრძლივობა: 1 თვე (20 თებერვლიდან 20 მარტამდე 2021წ) სტანდარტებთან შესაბამისობა თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: შეარჩევს მასალას გეგმის შესაბამისად. მსჯელობს, დასაბუთებულად იყენებს მასალას. (დამხმარე ლიტერატურას, ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, აგებს ცხრილებს, აკეთებს საინფორმაციო, შემეცნებით პლაკატებს).

 

6.     მოსალოდნელი შედეგები:  ფოტოები, საინფორმაციო დანიშნულების პოსტერი, სკოლის ეზოში მარადმწვანე   წიწოვნების დარგვა.

 

7.     ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, თაბახი, ფლომასტერები, მწვანე ნარგავი

 

8.     პროექტის მიმდინარეობა

 

აქტივობა:

1.     მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და ამოცანები

 

აქტივობა:

 

2.     გენდერული ბალანსის დაცვით კლასი დავყავი 2 ჯგუფად

აქტივობა:

3.     პროექტის ეტაპების განსაზღვრა

 

აქტივობა:

4.     ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის წარმოდგენა და ანალიზი

 

აქტივობა:

 



 

1.        ნამუშევრების წარდგენა და პროექტის შეფასება.

 

საგნებთან  ესგ. კავშირი: ქიმია, ფიზიკა, ხელოვნება

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა