სასწავლო პროექტი
ს ა მ ტ რ ე დ ი ა
მინი-გზამკვლევი
პროექტის ხელ-ლი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
ლიკა პატარიძე
მინი-გზამკვლევი
1. პროექტის
მთავარი
იდეა:საინფორმაციო-პოპულარული ტექსტის შედგენა
2.პროექტის
აქტუალობა:მოსწავლეები
უკეთესად გაეცნობიან საკუთარ სოფელს,
ქალაქს; გაიაზრებენ საიდან მოდიან, ვისი გორისანი არიან.
3. პროექტის
მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა ურთიერთანამშრომლობის
უნარი. ისწავლიან ჯგუფებში ფუნქციების დანაწილებას ისე, რომ გაითვალისწინებენ
საკუთარ შესაძლებლობებს. შეაჯერებენ ინფორმაციებსა და ფოტოებს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს
მოპოვებული მასალებზე.
4. სტანდარტთან შესაბამისობა
ქ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა
მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეულ ინფორმაციის
მოძიების, გამოხმაურების, შეფასებისა;
·
ამოკრებს ინფორმაციას
დიფერენზირებულად და ჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით,
·
ალაგებს ტექსტში
გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა
და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
ქ. VII 9
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი
მახასიათებლების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
გამოყოფს
საინფორმაციო ტექსტში წამყვან აბზაც და დამატებით აბზაცებს.
ქართ.VII. 11
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
წერს საინფორმაციო
წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა
და ფორმას.
5. მოსწავლეთა
ასაკი: 12/13
წელი -(VII კლასი)
6. ვადები/
ხანგრძლივობა: 3 კვირა (1 მაისიდან 22 მაისამდე
2015 წ).
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:შეიქმნება კედლის
გაზეთი მოპოვებული
მასალების წარმოსაჩენად. გაზეთი გამოქვეყნდება პროექტის ხელ- ლის ბლოგზე.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, პროექტი, წიგნები,
კომპიუტერი, რაიონული ბიბლიოთეკა, სოფლის მცხოვრებლები, ფართოფორმატიანი ქაღალდი,
ჭიკარტები, სხვადასხვა ფერის მარკერები, აბრეშუმის ლენტი.
9.პროექტის მსჯელობა: ძირითადი
ქტივობები:
·
მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის იდეას, მიზნებსა და
ვადებს
·
მოსწავლეებს ვანაწილებ 3 ჯგუფად;
I ჯგუფი- საინფორმაციო მასალის შეგროვება;
მეგენეიშვილი გულნარა; გორგაძე მაკა; თევზაძე დემურ; ჯიქიძე გიგა:
IIჯგუფი- ფოტო-მასალის მოპოვება; გოგიბერიძე მარი; შენგელია ანა; გოგიბერიძე კობა;
ახობაძე თორნიკე:
III ჯგუფ-ტექნიკური მხარის, სხვა საჭირო დეტალის ორგანიზება.
მეგენეიშვილი სოსო; სიხარულიძე ვახტანგ; დარსაველიძე გიორგი; გეგეშიძე საბა:
·
პროექტისათვის საჭირო სხვადასხვა რესურსების (ტრანსპორტი
ფართოფორმატიანი ქაღალდი, ფოტო-მასალის დაბეჭდვა, ჭიკარტები, მარკერები, აბრეშუმის
ლენტი, წებო) ფინანსური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა მოსწავლეთა მშობლების მიერ.
10. სხვა საგნებთან/ ესგ კავშირი: ისტორია (პედაგოგი ლელა ხარებავა), გეოგრაფია (პედაგოგი ზურაბ ჯამბურია), ხელოვნება ( პედაგოგი სონია ფრანგიშვილი), ისტ (პედაგოგი მაკა კიკაჩეიშვილი).
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ლიკა პატარიძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: LIANAPATARIDZE@GMAIL.COM
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: lianapataridze11.blogspot.com
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის
საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment